Friday, November 26, 2010

წერო - პატარა , რომ ვიყავი ))

მმმმმ ... დღეს ჩემი ბავშვობის სურათს გადავაწყდი და მომინდა რომ ეს პოსტი დამეწერა )) 
ბავშვობაში ჭკვიანური აზრები მაწუხებდა [ არც ეხლა მაკლია ] ჰონდა დავწერ რიავიც  : 









- ბავშვობაში მეგონა , რომ ქუჩაში ვისაც დავინახავდი ყველასთვის გამარჯობა უნდა მეთქვა . :D (ზრდილობიანი ბავშვი ვიყავი აშკარად :D ზედმეტადაც კი .. :D
- ბავშვობაში მეგონა , რომ ინტერნეტი და ინტერნატი ერთი და იგივე რაღაცას ნიშნავდა :D
- 7 წლამდე მეგონა , რომ მარშუტკაში რომ ვიჯექი , მარშუტკა ერთ ადგილას იდგა და გზა მიდიოდა :D
- ბავშვობაში მეგონა  , რომ სკოლაში რომელიმე ბიჭი ჩემთან თუ დაჯდებოდა ჩემი შეყვარებული იყო :D
- ბავშვობაში მეგონა , რომ მასწავლებლები საჭირო ოთახში არ დადიოდნენ , და არც საჭმელს ჭამდნენ .. : D
- ბავშვობაში მეგონა , რომ პარლამენტი ჩემი სახლის ჭერში იყო :D მერწმუნეთ მიზეზიც მქონდა .. : ) : D
- ბავშვობაში მეგონა , რომ ტელევიზორში ადამიანები მართლა იჯდნენ , და სამი ტელევიზორი შეიწირა ამ ჩემმა "მეგონამ" : X : D საბედნიეროდ მე გადავრჩი.. ჩემდა საბედნიეროდ :D


- ბავშვობაში მეგონა , რომ ტანსაცმელი პატარავდებოდა , და ამიტომ სულ დიდი ზომა ტანსაცმელი მეცვა :D
- ბავშვობაში მეგონა , რომ სავარცხელი ატაიებეტი იყო :X
- ბავშვობაში მეგონა , რომ ფილმებში ადამიანები მართლა იხოცებოდნენ და ვტიროდი , საბედნიეროდ იშვიათად ვტიროდი იმიტომ , რომ საუბედუროდ შუქი იშვიათად იყო , და საბედნიეროდაც , იმიტომ რომ ჭერში არსებულ პარლამენტს შუქი ხშირად რომ არ გამოერთო ჩემი გულუბრყვილობა მხოლოდ სამ ტელევიზორს არ შეიწირავდა : D ვინც ვერ გაიგეთ აქ რა წერია ამ ჩემს ქალურ ფეხებს .. : X
- ბავშვობაშჲ მეგონა , რომ თუ ავხტებოდი და აღარ დავხტებოდი და კდიევ ავხტებოდი უფრო მაღლა ავხტებოდი, და ამ თეორიით გაფრენასაც ვაპირებდი როცა დიდი გავიზრდებოდი :D:D:D 
- ბავშვობაში მეგონა , რომ გზის შუაში თეთრი ხაზი იმისთვის იყო გავლებული , რომ შოფრებს გზა არ არეოდათ ან გზიდან არ გადაეხვიათ :D 
- ადრე მეგონა , რომ თვალებს ხშირად თუ დავიბანდი გამიღიავდებოდა , და გაწითლებამდე ვიბანდი ხოლმე : D
-  ბავშვობაში  მეგონა , რომ დედაჩემი დიდი დაიბადა :D
- ბავშვობაში მეგონა, რომ როცა რამეს ვფიქრობდი ყველას ესმოდა , და გავიზარდე ბრძენი :D 
-  ბავშვობაში მეგონა , რომ ზღმარტლი იყო მატლი და არასდროს ვჭამდი :X 
-  ბავშვობაში  მეგონა , რომ თოვლის ბაბუა არსებობდა და საჩუქრებს ბალიშის ქვეშ მიდებდა , მაგრამ სათამაშოების სიდიდის გამო საჩუქრები მართლაც ბალიშის ქვეშ მაგრამ საწოლის ქვემოდან მხვდებოდა :D 
-  ბავშვობაში მეგონა , რომ სახურავზე ბუები ცხოვრობდნენ
-  ბავშვობაში მეგონა , რომ გვირაბში რომ შედიოდა მანქანა ღამდებოდა . :D
-  ბავშვობაში  მეგონა , რომ ჩემს სოფელში გორების იქით რუსეთი იყო : D 
-  ბავშვობაში მეგონა , რომ მსოფლიოში ყველა ქართულად ლაპარაკობდა :D 
- ბავშვობაში მეგონა რომ ანტარქტიდიდან პინგვინები ცვიოდნენ :D მისი მდებარეობის გამო. 
- ბავშვობაში მეგონა , " რომ ჭია ჭია მაპოვნინე მე შენ დედას გაპივნინებ " -ს თუ ვიტყოდი ყველაფერს მაპოვნინებდა :D და ჭიების სიხშირის აგრეთვე ჩემი დაკარგული "ნივთების" და არ-ნაპოვნი ნივთების სიხშირის გამო , ბევრი ჭია დახოცილა .. 
- ბავშვობაში მეგონა , რომ ციცინათელებს "ლამფუჩკები" ეყენათ და ბავშვებს არ ვასრისავდი ხოლმე ცხელია-მეთქი. სხვა სიკეთეებთან ერთად კეთილიც ვყოფილვარ :D 
-  ბავშვობაში მეგონა , რომ თუ ბავშვს-გოგოს ბიჭის სახელს დაარქმევდნენ ბიჭი იქნებოდა , და სულ მიკვირდა ჩემი მეზობელი ნუკრი გოგო რატოა თქო :D


  და  ბავშვობაში არ მეგონა რომ ბავშვები მუცლიდან გამოდიოდნენ !!!

No comments:

Post a Comment